ადვოკატ გიორგი მდინარაძის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, იგი გამოძიების დასრულებამადე, კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე გამოძიებას თბილისის პროკურატურა აწარმოებს.
საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.