"ისტორიამდელ დროში საზოგადოებაში დომინირებდნენ ქალები და არა მამაკაცები. სწორედ ისინი ითვისებდნენ ახალ სივრცეებს, ეძიებდნენ ახალ საკვებ საშუალებებს, იმ დროს, როდესაც მამაკაცები მორჩილად ისხდნენ გამოქვაბულებში", – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანელი სწავლულები. ეს კვლევა თავდაყირა აყენებს ტრადიციულ წარმოდგენას ძველ მამაკაცზე, რომელიც, თითქოსდა, ხელს სტაცებდა შეყვარებულ ქალს თმაში და გამოქვაბულში მიათრევდა.
ამისთვის კი საკმარისი აღმოჩნდა, მკვლევრებს თანამედროვე საშუალებებით შეესწავლათ მინანქარი იმ თავის ქალების, ეშვებსა და სიბრძნის კბილებზე, რომლებიც აფრიკის სამხრეთში ორ გამოქვაბულში იპოვეს. გაქვავებული ნაშთები 1,8-2 მილიონი წლისაა. მათ ამ მასალას ანალიზი გაუკეთეს სტრონციუმის იზოტოპის შემცველობაზე, რაც აჩვენებს, ნაშთები ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკუთვნის, თუ ისინი ამ ადგილებში შორიდან მოვიდნენ.
ქალებისა და მამაკაცების ცხოვრების წესში გამოვლენილმა სხვაობამ სრულიად მოულოდნელი შედეგი აჩვენა: მოსული აღმოჩნდა ქალების ნახევარზე მეტი, მამაკაციდან კი უცხო მხოლოდ 10 პროცენტი იყო. ამ კვლევით მეცნიერებმა პირველად მიიღეს მონაცემები ადრეული ჰომინიტების გადაადგილების შესახებ. კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ვარაუდით, "ის ფაქტი, რომ მამრები უპირატესად ადგილზე რჩებოდნენ, ირიბად უწყობდა ხელს მდედრებს, თავიდან აეცილებინათ ახლო ნათესაური შეჯვარება".