“ინტოქსიკაციის მასშტაბების გაზომვა იმ მონაცემებზე დაყრდნიბით, რაც გუშინ გაჟღერდა, არასრულია. სუს-ის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, სტაციონარულ დაწესებულებებში სამედიცინო ბრიგადების მიერ გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია დაუდგინდა 5-ს.
საინტერესო დეტალია, რომ ამ მონაცემებში არ შედიან სამედიცინო დაწესებულებებში თვითდინებით მისული პაციენტები. ასეთი რამდენი პირია, ამ დროისათვის უცნობია.
აქვე, ამონარიდი ჯანდაცვის პასუხიდან, რომელიც საიას თებერვალში გასცა. აქ საინტერესო დეტალი ისიცაა, რომ კლინიკებში გადაყვანილი დაზიანებული პირების საერთო რაოდენობაც 54-ზე ბევრად მეტი წერია”,_ აღნიშნულ პოსტს სოციალურ ქსელში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე აქვეყნებს.




























































