(ტრიბუნა.გე) _ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ჯონ ბასი, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობის მიზეზით, მოქალაქეთა მასობრივ დაბარებებსა და დაკითხვებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერილი სტატუსით ეხმაურება.
„შეშფოთებული ვარ კონტროლის პალატის აქტივობებთან დაკავშირებული გაურკვევლობით. ნათელი მიმართულების გარეშე, რომელიც მის მუშაობას უკავშირდება, კამპანიის ფინანსური კანონმდებლობა ვერ გაზრდის საზოგადოების ნდობას ამ ინსტიტუტის მიმართ და ხელს ვერ შეუწყობს კონკურენტუნარიანი კამპანიისთვის საჭირო გარემოს ჩამოყალიბებას,“- წერს ჯონ ბასი.