საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის რეზიდენცია უნდა დატოვოს. მისივე თქმით, "ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს"
_ ყველამ უნდა დაიცვას კანონი, პატივი სცეს ქართულ სახელმწიფოს და პირველ რიგში პრეზიდენტმა. კომერციული ნაწილიც უნდა შეფასდეს, 10 მილიონს გადასცდა და ამბობს, რომ მოქალაქეების დასაცავად აკეთებს. აქაც ცინიზმის ძალიან მაღალი დონეა. რა თქმა უნდა, ეს უნდა დასრულდეს და დასრულდება, მას ეს სურს თუ არ სურს.
სახელმწიფო სახელმწიფო უნდა იყოს და სტრუქტურებმა უნდა განახორციელონ თავისი უფლებამოსილება. თავის დროზე მთავრობამ განაცხადა, რომ კანონიერი ქმედებისგან თავს შეიკავებს. დადგება ეგ დროც, _ განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ივანიშვილის ამ განცხადებას ბევრი გამოუხმაურება მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის კომენტარი იურისტებმაც შეაფასეს:
_ პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ისე მიდის საქმე, რომ პრეზიდენტს იძულებულს გახდიან მიმართოს სამართალდამცავებს, რომ დაიწყონ გამოძიება მის მიმართ იძულების ან იძულების მცდელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით და რომლის ჩადენისთვის სასჯელის მაქსიმალური ზომა არის თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, _ აღნიშნავს სამართალმცდონე ლევან ალაფიშვილი და მუხლსაც განმარტებას უკეთებს:
_ ესეც მუხლი: "ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მის უფლებას წარმოადგენს, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, –
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით."_ წერს ალაფიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
აღსანიშანვია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხი ამ დრომდე არ გაუცია გიორგი მარგველაშვილს.