ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლებაში ახალაშენებული საბავშვო ბაღი გაქურდეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის ირაკლი კუჭავას ინფორმაციით წაღებულია წყლის ტუმბო და გამათბობელი:
_ ბაღი ახალაშენებულია და ჯერ არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. კარიდან მოხდა შეღწევა. ჩვენ საქმის კურსში ჩავაყენეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო და ძიება უკვე დაწყებულია, _ გვითხრა კუჭავამ.
მისივე ინფორმაციით ზარალის ოდენობა 200 ლარს შეადგენს.