ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აფრიკას მალტას სამიტზე დახმარებას შესთავაზებენ. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ევროკავშირის ლიდერები აფრიკას მიგრანტების კრიზისის გამო დახმარებას მილიონობით ევროს სახით სთავაზობენ.
როგორც ევროკომისია აცხადებს, მისი მიზანია ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების დაძლევა, რომლებიც იწვევენ აფრიკის ქვეყნებიდან მოსახლეობის გაქცევას.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ლიბიაში, აპრილში დაახლოებით 800 მიგრანტი გარდაიცვალა, ხოლო 150 000-ზე მეტმა ადამიანმა კი ხმელთა შუა ზღვაზე სახიფათო მოგზაურობის შემდეგ იტალიასა და მალტაში ჩააღწია.
როგორც ცნობილია, 2 დღიან სამიტზე 60-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება აფრიკისა და ევროპის ქვეყნებიდან, რომ ხალხის მასობრივი მოძრაობის შესახებ იმსჯელონ.
ევროკომისია 1,8 მილიარდიან "ნდობის ფონდს" ქმნის აფრიკის დასახმარებლად და მოუწოდებს წევრ სახემწიფოებს, რომ თანხა ჩარიცხონ.
როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტასკმა განაცხადა, გეგმავს ბევრად მეტ პროგრესს მიაღწიოს სიღარიბის შესამცირებლად და კონფლიქტის აღმოსაფხვრელად.