ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში, აბაშიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ ძლიერი ქარის შედეგად ნაძვის ხე სასუსართო მაღაზიასა და საცხოვრებელ კარმიდამოს შუაში წაიქცა.
" რამდენიმე წუთში გაიხსნება ბათუმისკენ მიმავალი გზა. სამაშველო სამსახურის და მერიის თანამშრომლები სწრაფად მუშაობენ, რომ გაწმენდითი სამუშაოები დროულად დასრულდეს. მხოლოდ ერთი ხე წაიქცა, სხვა ზარალი ძლიერ ქარს ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის არ მიუყენებია," – გვითხრა ქალაქ ოზურგეთის ვიცე-მერმა ალეკო ბურჭულაძემ.