საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ მარგველაშვილის პრეზიდენტის სასახლეში ყოფნა სამართლებრივად გამართულია:
_ ვფიქრობ, აქ ყველაფერი ნათელია სამართლებრივი თვალსაზრისით. პრეზიდენტი არასოდეს არ დაუშვებს იმას, რომ ის იყოს სამართლებრივი სივრციდან გასული და მე მგონი, ეჭვიც არავის გეპარებათ იმაში, რომ პრეზიდენტის ამ სასახლეში ყოფნა სამართლებრივად აბსოლუტურად გამართულია, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.



































































