ამ წუთებში გურიაში წვიმს. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსი, დოდო გვაზავა ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ ხვალ ნაკლებად ნალექიანი დღე იქნება.
"დღეს ალაგ-ალაგ იწვიმებს, იქნება ელჭექი, დასავლეთის მიმართულებით გაძლიერდება ქარი. ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ნალექი შეწყდება და გამოიდარებს. 15 ნოემბერს დღის ბოლომდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს." – განაცხადა დოდო გვაზავამ.
















































.JPG_13360.jpg)


















