https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ირაკლი ალასანია: ‘ქუჩის დაპირისპირება მხოლოდ სააკაშვილს სჭირდება”

15:03; 16.03.2012
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურიის მიმართ ჩემი პოზიცია ძალიან მგრძნობიარეა, რადგან მე თავად დედის მხრიდან გურიიდან გახლავართ. ძალიან მინდა ამ რეგიონს, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებულია, ერთხელ და სამუდამოდ პატრონი გამოუჩნდეს.

მინდა გურიაში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ყველას ვუთხრა, რომ ძალიან მალე დადგება ის დრო, როცა ერთად დავიწყებთ გურიისთვის ყველაზე მთავარი პრობლემების მოგვარებას, როგორიცაა უმუშევრობა, განადგურებული სოფლის მეურნეობა და კიდევ უამრავი სხვა. ამ ყველაფერს მივხედავთ და დავიწყებთ თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობაზე ზრუნვას.

გურიას ეყოლება ისეთი გამგებელი, ისეთი რწმუნებული, ისეთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომელსაც ექნება თავისი ბიუჯეტი და ყველა ის პრობლემა, რასაც ამდენი წელია უძლებენ გურიის მაცხოვრებლები, აუცილებლად მოგვარდება.

ერთმანეთის იმედი უნდა გვქონდეს და რაც მთავარია, გურულების იუმორის იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს, ამ სირთულეებს რაც ახლა ხდება, ძალიან მალე, როგორც კი დავასრულებთ, იუმორით შეხედავენ…” _ განაცხადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ “გურია ნიუსთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში.

_ ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, მინდა კომენტარის გაკეთება გთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 348.2-ე მუხლით დაწყებულია გამოძიება იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ გამოცხადდნენ კონტროლის პალატის მიერ მოწყობილ მასობრივ დაკითხვაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ამ მუხლის საფუძველზე, მოწმის სახით, თქვენს მხარდამჭერებს დაკითხავს. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით და რას აპირებთ ამ ხალხის მხარდასაჭერად?

_ უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თქვენს გაზეთს, “გურია ნიუსს” მოვლენების ასე ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებისთვის.

რაც შეეხება ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, გეტყვით, რომ სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან დამფრთხალია. მათ ძალიან ეშინიათ თავისუფალი პირობებში ჩატარებული არჩევნების, რადგან კარგად იციან, რომ “ქართული ოცნება” მათ დაამარცხებს.

ჩვენ მოწმეებით ვართ იმისა, რეალურად თუ როგორ იცვლება სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმი ტოტალიტარული რეჟიმით. მათ დაიწყეს რეპრესიული მანქანის სრული გამოყენება, რაშიც ჩართული ჰყავთ პოლიტიკური პოლიცია, რომელიც შექმნეს კონტროლის პალატის სახით და ამ პროცესში უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ხალხში შიშის განცდა კიდევ უფრო გააღრმავონ, რათა საზოგადოების დიდმა ნაწილმა არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა.

მე ახლაც რეგიონში ვიმყოფები, კერძოდ ხაშურში, ვხვდები მოსახლეობას და ვხედავ, რომ შიშის განცდა უკვე ტყდება. სწორედ ეს იქნება მთავარი რამ, რაც გადატეხავს წელში სააკაშვილის ხელისუფლებას.

ჩვენ ახლაც და ყოველთვის უზრუნველვყოფთ ჩვენი მხარდამჭერების სამართლებრივი დახმარებით და მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით _ გვერდში დავუდგებით მათ ოჯახებსაც; ყველას კარგად გვესმის, რომ ეს ბრძოლა ერთად გვაქვს გადასატანი, დღეს უკან დახევის დროს არ არის.

_ მოვლენები სამართლებრივი სივრციდან უკვე გასულია, რასაც მოწმობს კონტროლის პალატის მიერ მოქალაქეების დაკითხვის ფორმები _ ადამიანების უფლებები ირღვევა, ხშირია ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებიც. როგორ ფიქრობთ, ეს ყველაფერი სიტუაციის მეტად გამწვავებისკენ არის მიმართული?

_ ჩვენი მთავარი მიზანია სააკაშვილს არ მივცეთ შესაძლებლობა მოვლენები სამართლებრივი სივრციდან გაიტანოს. ესაა მისი ჩანაფიქრი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ მხოლოდ არჩევნების გზით, წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღეს უარი ვუთხრათ რეჟიმს და ნაციონალური მოძრაობის მმართველობას.

მთავარი ამოცანაა, ეს ხალხი დავიცვათ სამართლებრივად, მაგრამ ამავდროულად, არ უნდა მივცეთ სააკაშვილის საშუალება, მოვლენები ქუჩაში გადაიტანოს _ ქუჩის დაპირისპირება მხოლოდ სააკაშვილს სჭირდება და სურს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება შედგეს, მაგრამ ამის საშუალებას არ მივცემთ.

_ როგორ ფიქრობთ, გაუძლებენ ადამიანები ასეთ ზეწოლასა და მუქარას, განსაკუთრებით კი რეგიონებში, სადაც მათი დაცულობის ხარისხი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თბილისში?

_ ჩვენ ადამიანებს არ მივატოვებთ არცერთ სიტუაციაში. გუშინ მქონდა შეხვედრა მთელ დიპლომატიურ კორპუსთან საქართველოში. გავაცანით ეს პრობლემები და ის ტოტალიტარული სისტემა, რომელიც სააკაშვილმა აამოქმედა. არ დააყოვნა ამერიკის ელჩმა და გააკეთა განცხადება, რომელიც პირდაპირ მეტყველებს, რომ ამერიკა შეშფოთებულია იმ პროცესით, რაც კონტროლის პალატამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად დაიწყეს. საერთაშორისო ზეწოლა გაიზრდება. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ ჩარჩოებში ბრძოლას, უკან არ დავიხევთ და გავტეხავთ წელში სააკაშვილის ავტორიტარულ მმართველობას.

_ პარლამენტის იურიდიულ კომიტეტსა და სამოქალაქო სექტორს შორის მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანაზე. ყველაზე პრინციპულ საკითხებზე, როგორიცაა ამომრჩევლის სისხლის სამართლებრივი პასუხისგება და ჯარიმების ათმაგი ოდენობა, ჯერჯერობით იურიდიული კომიტეტი დათმობაზე არ მოდის. ამაზე თუ გქონდათ საუბარი დიპლომატიურ კორპუსთან?

_ ეს საუბარი და დიალოგი ინიცირებული იყო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველა შეშფოთებულია ამ კაბალური კანონით. ზეწოლა კიდევ უფრო გაიზრდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან.

გუშინ შეხვედრა მქონდა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რომელმაც განაცხადა, რომ პირადად ჩაერთვება და გააკონტროლებს იმას, რომ სერიოზული მონიტორინგი გახორციელდეს წინასაარჩევნო პერიოდში და მოხდეს იმ პროცესებზე დაკვირვება, რომელიც რეგიონებში მიმდინარეობს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს სრული იმედი იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორ პოზიციას დაიკავებს. მაგრამ ყველაზე დიდი და მთავარი იმედი ჩვენთვის ქართველი ხალხია. სააკაშვილმა ბევრი რამ წაართვა ქართველ ხალხს, მაგრამ ღირსებას ჩვენს მოქალაქეებს ვერავინ წაართმევს. ძალიან ცდება, თუ ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ვერ ხედავს რა მოუტანა მათ ამ ათწლიანმა მმართველობამ.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

ტატა ხვედელიანი: „ოცნებამ“ საკუთარი ძალადობრივი ქმედებებით დაიმსახურა ეს ყველაფერი

16:10; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

რატომ შესთავაზეს მოქალაქეებს დოკუმენტების ჩანაცვლება და მოაბრუნეს თუ არა მოქალაქეები საზღვრიდან

13:20; 21 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ორივე შემთხვევაში პასუხისმგებლობას გავიზიარებ

17:26; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია

14:56; 20 თებერვალი, 2026
პოლიტიკა

კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმების შესახებ: პანდემიის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა

14:45; 20 თებერვალი, 2026

რჩევები დაკითხვაზე/ახსნა-განმარტების მისაცემად დაბარებული პირებისთვის

"კონტროლის პალატა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის თანხებით დაინტერესდეს"

ყველა სიახლე

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო