ქალაქ ოზურგეთში პირუტყვის დაკავების შემთხვევები გახშირდა. როგორც "გურია ნიუსს" ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში უთხრეს, მსგავსი ფაქტი ყოველდღიურად ხდება.
"უმეთვალყურეოდ დარჩენილი პირუტყვის იზოლაციას ა.ა.ი.პ. ''ოზურგეთის სერვის-ცენტრი''-ს უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების ზედამხედველობის განყოფილება ახორციელებს. ამ შემთხვევაში ერთჯერადი ჯარიმა 50 ლარია, ხოლო დღიური მოვლა-შენახვისთვის მეპატრონეს დღეში 10 ლარის გადახდა ეკისრება. აღნიშნული პროცესი ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე ხორციელდება", _ გვითხრეს პრესსამსახურში.































































