ბრიტანეთში სადაზვერვო სპეცსამსახურების დასაფინანსებლად სახელმწიფო დამატებით დაფინანსებას გამოყოფს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მერ შექმნილი საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველადაა მიმართული.
გავრცელებული ინფორმაციით, დამატებით გამოყოფილი დაფინანსება საშუალებას იძლევა სამხედრო სამსახურში დამატებით 1 900 სამხედრო მოსამსახურე გაიწვიონ.
როგორც ცნობილია, დამატებით გამოყოფილი დაფინანსება, სავარაუდოდ, საავიაციო უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტებს მოხმარდება, რომ აეროპორტიდან ქვეყანაში შესული სტუმრების უსაფრთხოების გაკონტროლება მოხდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყოველ წელს 9 მილიონ ფუნტ სტერლინგის ხარჯავს, თუმცა ბრიტანეთის მინისტრები სადაზვერვო სამსახურისთვის გამოყოფილი დაფინანსების გაორმაგებაზე საფრანგეთში განხორციელებულმა ტერაქტმა დააფიქრა, რომელიც საფრანგეთის მთავრობის ინფორმაციით, მოსალოდნელია არამარტო საფრანგეთში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით განმეორდეს.
"პარიზში მიმდინარე ტერაქტების ფონზე ბრიტანეთმა ცხოვრება უნდა გააგრძელოს და საზოგადოებას დაანახოს, რომ პრობლემის მოგვარება შეუძლია," _განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა.
გარდა ამისა, მან ასევე აღნიშნა, რომ იმედოვნებს სირიასთან დაკავშირებულ საკითხებში რუსეთთან შეთანხმებას მიაღწევს.