“რესპუბლიკელი” ტიფო მიქატაძე “გურია ნიუსთან” სატელეფონი საუბრისას ამბობს, რომ მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გოჩა ჯიქია ამ წუთებში ჩოხატაურის პოლიციის განყოფილებაში ჰყავთ სამართალდამცავებს: _ გოჩა ჯიქია და ჩვენი პარტიის წევრი მამუკა ცინცაძე ამ დღეებში თბილისში იყვნენ. მათ იქ შეიტანეს განცხადება პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში იმ უწყების საპასუხოდ, რომელიც გოჩას და მამუკას მიუვიდა. ორივე მათგანს არანაირი პრობლემა არ აქვს, კონტროლის პალატის კითხვებს გასცეს პასუხი, უბრალოდ, მათ ეს თბილისში განცხადებით გააკეთეს. ჩემის აზრით, პოლიციის ასეთი ჩარევა აუცილებელი არ იყო და ჩვენთვის ეს დაბარება გაუგებარია.
_ ბატონო ტიფო, როგორც ვიცით, სამართალდამცავებმა გოჩა ჯიქიას სახლში მიაკითხეს.
_ დიახ, ასე იყო. დღეს, საღამოს რვა საათისთვის მიაკითხეს სახლში და წაიყვანეს პოლიციაში.
_ ისიც გავიგეთ, რომ ახლა პოლიციის შენობაში მამუკა ცინცაძე მიიყვანეს.
_ მე, როგორც ვიცი, მამუკა არ მიუყვანიათ პოლიციაში.