"მოქალაქეებს აქვთ უფლება ამ ფორმით გამოხატონ საკუთარი პროტესტი, ხელსიუფლებამ კი ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მათ საკუთარი აზრის გამოხატვაში, დანარჩენი ვნახოდ, მომავალი გვიჩვენებს"_ ეს კომენტარი საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "გურია ნიუსთან" საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ გამოცხადებულ შიმშილობასთან დაკავშირებით გააკეთა.
"როგორც ვიცი ცენტრალური საარჩევნო კომისია იხილავს არჩევნების დღეს მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრებს, ასევე საქმე არის სასამართლოშიც და განიხილება ეს საკითხც, ჩვენი მხრიდანაც მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა, თუმცა ამ ეტაპზე არ გვაქვს საბოლოო დასკვნა, დანარჩენი მე ვფიქრობ რომ უფრო მნიშვენელოვანია, გამყარდეს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იყოს ხელშეუხებელი "- განაცხადა ნანუაშვილმა.