ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაუგეგმავი ვიზიტით პარიზს ეწვია. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ის სიტყვით ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ გამოვიდა და განაცხადა, რომ საფრანგეთი ამერიკის უძველესი მეგობარი და პირველი მოკავშირეა.
„თქვენი ამერიკელი დები და ძმები თქვენს მხარდამხარ ვიდგებით, როგორც ჩვენ გვერდით თქვენ მთელი ისტორიის მანძილზე დგახართ. დღეს ჩვენ ყველანი პარიზელები ვართ,“_განაცხადა ჯონ კერიმ.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა ცივილიზაციასთან შეჯახებას არ ნიშნავს.
„ისინი ფაქტობრივად ფსიქოპატი მონსტრები არიან და ცივილიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვთ,“_განაცხადა კერიმ.
როგორც ცნობილია, პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო გამოცხადებული სოლიდარობის ნიშნად ამერიკის საელჩო საფრანგეთის დროშის ფერებშია განათებული.