ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ჟურნალისტებმა გამოიძიეს, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერი, 73 წლის მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი ბოლო ათი წლის განმავლობაში, მხოლოდ ორ წყვილ ფეხსაცმელს ხმარობს და მათ დღეგამოშვებით, ანუ, მონაცვლეობით იცვამს.
ამ ინფორმაციის დადასტურება ბლუმბერგის პირად პრეს-მდივანს, სტიუ ლოზერსაც კი არ მოერიდა.
ჟურნალისტების თქმით, ფეხსაცმელები საკმაოდ ძველმოდურია, თუმცა, ჩანს, რომ ხარისხიანია. არ ეტყობა, რომ დიდი ხნის ნახმარია.
ისიც გახდა ცნობილი, თუ რომელი ფირმის ნაწარმია ბლუმბერგის ფეხსაცმელი და რამდენს შეადგენს ერთი წყვილის ფასი – კომპანია "კოულ ჰანის" ფეხსაცმლის ფასი 328 დოლარია და გარანტიის მიხედვით, ის 20 წლის განმავლობაში უპრობლემოდ ივარგებს.
პრესმდივნის თქმით, ბლუმბერგი ეკონომიურად ცხოვრობს და არ იწუხებს თავს ფეხსაცმელების ყიდვით.
მაიკლ ბლუმბერგის პირადი კაპიტალი 18 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ექსპერტების გათვლით კი, ამ ფულით იგი შეძლებს, იყიდოს 54 მილიონი წყვილი სასურველი ფეხსაცმელი.