ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებმა სამედიცინო ეტლები მიიღეს. სამედიცინო ეტლები მათ გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის" წარმომადგენელმა სოსო ბასილიამ გადასცეს. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ხუთ პირს ეტლი საცხოვრებელ სახლში მიუტანეს.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ასოციაცია "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის "წარმომადგენლობას. აღნიშნულ ორგანიზაციასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და ჩვენი ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო ეტლები რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ჩამოტანილია და ეტაპობრივად დარიგდება. ვფიქრობთ ელექტრონული ეტლებით დაკმაყოფილების საკითხზეც. ასევე, ვაპირებთ თითოეულ დაწესებულებაზე პანდუსი მოვაწყოთ,"– განაცხადა გურიის გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ.
(R)