დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, დღეიდან ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე იქნება. ამის შესახებ ნარმანიამ ამ წუთებში მერიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტურძელაძე აქამდე მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ვაკის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გამგებელი ლაშა აბაშიძე თბილისის ვიცე მერად დაინიშნა.