https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

    კამბოჯა და ტაილანდი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორ გახდა დეპუტატობის კანდიდატი ISIS-ის მებრძოლი

12:11; 19.11.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

"ჯიჰადი ბრძოლაა ურწმუნოთა წინააღმდეგ. მე შაჰიდობა მინდა, სამოთხის ნახვა. ყველაფერი შესრულდება, რაც ყურანშია ნაწინასწარმეტყველები, ცოტაღა დაგვრჩა გამარჯვებამდე!" _ ეს სიტყვები 27 წლის თამაზ ჭაღალიძეს ეკუთვნის, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში დაიბადა და გაიზარდა.

მისი სახელი, გასულ წელს, მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ჭაღალიძემ ქვეყანა დატოვა და ისლამური სახელმწიფოს მებრძოლის სახელით სოციალურ ქსელებში მუქარის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები გაავრცელა.

"ყურადღება! საქართველოს ქააფირებს მივმართავ, ვინც ისლამისა და მუსლიმანების წინააღმდეგ რამე ჩაიდინეთ ნატო-ს მისიებით ერაყში, ავღანეთში, აფრიკაში, თუ საქართველოში ლაფანყურში, პანკისში, გურიაში, აჭარაში, ჯავახეთსა თუ სხვა რეგიონებში _ ყველა ფაქტი გვახსოვს და ყველა მონაწილის სახელი და გვარი ვიცით. ვიცით, ყველა "კაგებეშნიკი," ვინც ჩვენს ძმებს შეურაცხყოფას აყენებს. ამ ყველაფერზე პასუხს აგებთ თქვენი ბინძური ქააფირი სისხლით… გპირდებით დაჩოქილ ვედრებას დაგაწყებინებთ, გაჩენას ინანებთ, თქვე ვირთხებო! საპატრიარქოს აჭარლების და აჭარის პრობლემებისთვის ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, ინატრებთ, რომ ქვეწარმავლად გავჩენილიყავითო. ვფიცავ ალაჰს, ერთი შანსი აქვთ მოქალაქეებს, ისლამი აღიარონ და ხალიფატს დაემორჩილონ!"  _ ეს თამაზის, იგივე აჰმედ ჭაღალიძის ერთ-ერთი პოსტია.

ბოლო რამდენიმე თვეა, ჭაღალიძე სოციალურ ქსელში აღარ აქტიურობს და როგორც გავარკვიეთ, არც მის ოჯახს ეხმიანება.

თამაზის ძმის, ხვიჩა ჭაღალიძის თქმით, ბოლოს მას აგვისტოში ესაუბრა: _ "ოდნოკლასნიკებით" ვკონტაქტობდით. ბოლოს აგვისტოში ვესაუბრე, მაგრამ შემდეგ ჩემი პროფილი გატეხეს და ამის შემდეგ აღარ დავკავშირებივარ, _ გვითხრა ხვიჩამ.

მისივე თქმით, თამაზი მასთან მხოლ­ოდ პირად ურთიერთობაზე საუბრობდა: _ ოჯახის წევრების ამბავი აინტერესებდა. სხვა თემაზე არ გვისაუბრია, რადგან მე არ მაინტერესებს და არ ვერევი მასეთ ამბებში.

ხვიჩასთვის უცნობია, რამ აიძულა თამაზი "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში წასულიყო.

_ ჰკითხეთ მას, რატომ გადადგა ეს ნაბიჯი?

_ კი, ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ არ მიპასუხა. არ ვიცი, რა გახდა ამის მიზეზი.

_ ხომ არ შემოუთავაზებია შენთვის მასთან წასვლა?

_ არა. მაგას ვერავინ ვერ მეტყვის. ეს ჩემი ასარჩევია. ამ თემაზეც არ მინდა საუბარი, არ მინდა ამ ამბავში ჩარევა, _ ამბობს ხვიჩა და განმარტავს, რომ თამაზს, საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები არც დედისთვის უთქვამს.

_ ხვიჩა, ISIS-ის  მებრძოლები სერიოზულ პროპაგანდას ეწევიან, რომ ახალგაზრდები გადაიბირონ. შენ ზოტში ცხოვრობ, სოფელში, რომელიც მუსულმანებით არის დასახლებული. როგორ გგონია, არსებობს იმის საშიშროება, რომ ზოტიდან ახალგაზრდების სირიაში წასვლა მოხდეს?

_ არ ვიცი. მე თვითონ მეშინია მასეთი ადამიანების და რა გითხრათ?! ვერავის ვენდობი ჩემი თავის გარდა.

_ ამბობენ, სირიაში ფულის გულისთვის მიდიან. თამაზი თუ ეხმარება ოჯახს?

_ არა და არც მივიღებ, რომც დააპიროს. არ მჭირდება იქიდან გამოგზავნილი ფული.

_ თამაზი ამბობს, რომ შაჰიდობა და სამოთხის ნახვა უნდა. როგორ ფიქრობ, ამის გამკეთებელი არის?

_ არ ვიცი. არც ის ვიცი, რას ნიშნავს შაჰიდობა.

_  შეძლებს ტერორისტული აქტების გახორციელებას, ადამიანების მოკვლას და ამას საკუთარ სიცოცხლეს შესწირავს?

_ არ მგონია. ქათამიც არ დაუკლავს აქ. სისხლის გამოდენის ეშინოდა.

ჩვენი რესპონდენტი ამბობს, რომ თამაზს ოჯახის სხვა წევრებთანაც არ აქვს ურთიერთობა. ასევე არ ადასტურებს ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თამაზ ჭაღალიძე  ორი თვის წინ ზოტში იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და სოფელ ზოტშიც.

სოფელ ზოტის მაჟორიტარი დეპუტატის  უშანგ ართმელაძის თქმით, თამაზი ზოტში ცხოვრების პერიოდში  ძალიან კარგი და გაწონასწორებული ახალგაზრდა იყო: "არ ვიცი, რა მოუვიდა. როცა აქ ცხოვრობდა, ძალიან გაწონასწორებული და ჩამოყალიბებული ახალგაზრდა იყო. მას შემდეგ, რაც ბათუმში გადავიდა, არ ვიცი, რა მოხდა".

აღსანიშნავია, რომ თამაზ ჭაღალიძე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში _ 2010 წელს ზოტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო "გაერთიანებული ოპოზიციიდან" და აპრილის აქციების დროს, რუსთაველზე კარავიც ჰქონდა გაშლილი წარწერით _ "ზოტი თქვენთანაა!"

მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატთან დამარცხდა, ბრძოლა არ შეუწყვეტია. 2012 წელს "ქართული ოცნების" მხარდასაჭერად იბრძოდა და საარჩევნო შტაბის წევრიც იყო: _ ჩვენთან ერთად იყო შტაბში. ლაფანყურის სპეცოპერაცია რომ ჩატარდა, მეორე დღეს მოვიდა და გვითხრა, რომ მიდიოდა. ჩემი ძმები დახოცეს და უნდა წავიდეო. მას შემდეგ არ გვინახავს, _ იხსენებს "გურია ნიუსთან" საუბრისას უშანგ ართმელაძე.

ზოტის მაჟორიტარი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მუსულმან ახალგაზრდებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა აჭარაში ხდება: _ იმის გამო, რომ თამაზმა ეს გადაწყვეტილება აჭარაში წასვლის შემდეგ მიიღო, ვფიქრობ, რომ იქ მოამზადეს. მორწმუნე ბიჭი იყო და, ალბათ, უფრო მეტად შეიყვანეს რწმენაში, ფსიქოლოგიურად დაამუშავეს და ისე გაუშვეს. ასე ხდება საერთოდ. მებრძოლებად, საერთოდ, ჭკუასუსტებს არჩევენ, რადგან მათი დამუშავება ადვილია, თუმცა, თამაზი არ იყო ჭკუასუსტი. არ დაიჯეროთ, რომ იქ რომელიმე ფულისთვის მიდის. ასწავლიან, აგონებენ, რომ ღმერთის სახელით, საიქიოსთვის მიდის, _ აღნიშნავს ართმელაძე, რომელსაც თანასოფლელებიც ეთანხმებიან.

ზოტელები ამბობენ, რომ ჭეშმარიტი მუსულმანები არიან და მათ სარწმუნოებას ტერორიზმთან, მკვლელობასთან და უსამართლობასთან კავშირი არ აქვს.

სოფელში აღნიშნავენ, რომ იქ მცხოვრებ ახალგაზრდებზე გავლენის მოხდენა ადვილი არ არის, თუმცა, მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ პროპაგანდისგან ყველა უნდა დაიცვას. ამბობენ იმასაც, რომ მიუღებელია სოციალურ ქსელში თამამად ვრცელდებოდეს "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლების მოწოდებები და ISIS-ის მებრძოლების ქართულენოვანი საიტები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

აღსანიშნავია, რომ "ხალიფატი _ ისლამური სახელმწიფო" _ ამ სახელწოდების ქართული ვებგვერდი, სოციალურ ქსელში, "გურია ნიუსმა" აღმოაჩინა.

გვერდი 2015 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს და მასზე ფოტო, ვიდეო, ინტერვიუ და რაც ყველაზე მნიშნელოვანია _ მიმართვებია გავრცელებული, რომლებიც ახალგაზრდა მუსლიმებისთვისაა განკუთვნილი.

საიტი ყველასთვის ხელმისაწვდომია და რაც ყველაზე საგანგაშოა, ინტენსიურად განახლებადი.

გარდა საიტისა, telegram.org-ზე, ისლამურ სახელმწიფოს ქართულენოვანი არხიც აქვს, სადაც საკმაოდ სერიოზული და საგანგაშო ინფორმაციები ვრცელდება.

მას შემდეგ რაც "გურია ნიუსმა" ეს თემა გააჟღერა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, ყველა მსგავსი საიტი დაიბლოკება.

იზორია განმარტავს, რომ ამისთვის გარკვეული პროცედურები და შესაბამისად დროა საჭირო, თუმცა, ამ დროში საიტზე ახალი მიმართვები ქვეყნდება და მნახველების რაოდენობაც იზრდება.

პ.ს. მას შედმეგ რაც „გურია ნიუსმა“ თამაზ ჭაღალიძის ძმასთან ინტერვიუ ჩაწერა, ჭაღალიძე გამოგვეხმაურა.

კითხვაზე რატომ გადაიფიქრა პოლიტიკოსობა და რატომ წავიდა სირიაში ასე უპასუხა:

"ეგ იყო ჩემი, იმ დროისათვის შარიათის უცოდინარობის ბრალი. დიდება ალლაჰს, რომ ტაღუთის ეშმაკის კანონების ქვეშ არ ვიმუშავე და მანდედან წამოვედი. როცა მუსლიმს უნდა რაიმე უკეთესობისაკენ შეცვალოს, მან მაშინ ჯიჰადი უნდა გააკეთოს და შარიათის დამყარებისათვის იბრძოლოს,“ _ გვითხრა ჭაღალიძემ.

ამავე თემაზე იხილეთ: ISIS-ის ქართველი მებრძოლი: "ვილაიეთ ჯორჯიას საქმეში საქაღალდე სქელდება"

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

რამდენი მილიონი დახარჯა შსს-მ საზღვარგარეთ მივლინებებში

ექსკლუზივი: აპირებს თუ არა კახი კალაძე პრემიერმინისტრობას _ ვიცეპრემიერის პირველი კომენტარი

ყველა სიახლე

საზოგადოება

შეიცვლება თუ არა ელექტროენერგიასა და გაზზე ტარიფები _ სემეკის დღევანდელი გადაწყვეტილება

17:58; 29.12.2025
საზოგადოება

საქართველოს რკინიგზის განცხადებას ავრცელებს

17:54; 29.12.2025
საზოგადოება

ენერგო-პრო ჯორჯიას აბობენტთა საყურადღებოდ!

17:33; 29.12.2025
მსოფლიო

დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

15:15; 29.12.2025
საზოგადოება

ქართველი გამომგონებელი, რომელმაც შობა შეცვალა – ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეოები

15:00; 29.12.2025
სამართალი

“მე თვითონ გაკვირვებული ვარ” – ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი

15:00; 29.12.2025
ზაფრანი

მოდა ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

14:45; 29.12.2025
ზაფრანი

საუკეთესო საცოლეების სამეული

14:43; 29.12.2025
ზაფრანი

საქმროების სამეული

14:40; 29.12.2025
ზაფრანი

ჰოლივუდის რომელი ვარსკვლავი შეგეფერებათ

14:39; 29.12.2025
საზოგადოება

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

14:33; 29.12.2025
სამართალი

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი წარედგინება

14:24; 29.12.2025
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელს ქვეყანას ვერ დავანგრევინებთ, ისიც ეყოფათ, რასაც უშვებიან ევროკავშირს

14:15; 29.12.2025
საზოგადოება

ინტენსიური თოვის გამო, მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს

14:06; 29.12.2025
სამართალი

არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

10:22; 29.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025
0

“როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

10:44; 26.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო