პაატა ბურჭულაძე პირველ საჯარო განცადებას აკეთებს პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით გავრეცელებულ ინფორმაციაზე. ''საქართველოს განვითარების ფონდის" დამფუძნებელი დღეს შეხვედრას მართავს, რომელსაც ფონდის თავმჯდომარე ვანო მაჭავარიანი, წევრები ხათუნა ლაგაზიძე , დავით ჯანდიერი და გიორგი რუხაძე ესწრებიან.
პაატა ბურჭულაძე არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყოს, მაგრამ ამის შესახებ დეკემბერში , ფონდის ოფიციალურ პრეზენტაციაზე გააკეთებს განცხადებას.
როგორც ფონდის წევრები აცხადებენ, ფონდს საზოგადოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა ექნება. აქცენტები გაკეთდება ქვეყნის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და პროდასავლურ კურსზე. ფონდის წევრები პირად კომენტარებში არ გამორიცხავენ მომავალში პოლიტიკაში მოსვლის შესაძლებლობას.
ფონდის წევრი ხათუნა ლაგაზიძე ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ ფონდის მიზანია სოციალური სოლიდარობის დამყარება, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობასთან, რომელმაც 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებას უპრეცენდენტო ერთსულოვნება აჩვენა.
ცნობილი ხდება ისიც, რომ ახლადშექმნილი ფონდის დამფუძნებელი და წევრები უკვე შეხვდნენ ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.