რუსეთის ფედერაციაში შემავალი ბურიატიის რესპუბლიკის დედაქალაქ ულან-უდეში გამართული პარტია „ედინაია როსიას“ ადგილობრივ კრებაზე რუსეთის პრეზიდენტის თანამოგვარე – ალექსანდრე პუტინი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია 20 ნოემბერს „ტაიგა.ინფო“-მ გაავრცელა.წინასწარი მონაცემებით პუტინის გარდაცვალების მიზეზი ინფარქტი გახდა. შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა ექიმებმა ალექსანდრე პუტინის რეანიმირება სცადეს, თუმცა უშედეგოდ.































































