დღეს ოზურგეთში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა ტორნტონი ქალაქ ოზურგეთის ხელისუფლების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
ლორა ტორნტონმა დეტალურად ისაუბრა ბოლო კვლევებზე, რომელიც დიდი გამოხმაურება მოყვა.
" ჩვენ ჩავდივართ საქართველოს ყველა ქალაქში და დეტალურად ვაცნობთ საზოგადოების, ხელისუფლების და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ბოლო კვლევას და მის ანალიზს." – თქვა ლორა ტორნტონმა.
"კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობის 56 % მერის საქმიანობას დადებითად აფასებს, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. რაც შეეხება მერის საქმიანობით უკმაყოფილო საზოგადოების 13%-ს , ეს მაჩვენებელიც ერთგვარი სტიმულია, რომ მერის საქმიანობა მაქსიმალურად მოქალაქეების კეთილდღეობისაკენ იყოს მიმართული. კვლევის შედეგების ობიექტურობას ქალაქის მერიისა და საკრებულოს მიმართ დადებული შედეგებიც ცხადყოფს. ამ ორი რგოლის საქმიანობაში წარმოუდგენელია უარყოფითი და დადებითი შეფასებები მკვეთრად იყოს განსხვავებული.
შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენს ქალაქში ყველაფერი იდეალურად არის, რადგან ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, თუმცა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ საქართველოს მასშტაბით, თორმეტ ქალაქს შორის ქალაქ ოზურგეთის განვითარება საკმაოდ პროგრესულად და ეფექტურად მიმიდნარეობს." – აღნიშნა ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
მისივე თქმით, ის NDI-ს კვლევებს ენდობა.