ავსტრალიელი მეცნიერები მანქანის ფერს აკვირდებოდნენ, მათ შეისწავლეს 850 000 საგზაო შემთხვევა და დარწმუნდნენ, რომ შავი ავტომობილი ყველაზე საშიშია.
დღის განმავლობაში ავარიების 12 პროცენტი შავ მანქანებზე მოდის, ხოლო ღამით – 47 პროცენტი.
მეორე ადგილზეა ნაცრისფერი მანქანა, მესამეზე – ვერცხლისფერი, მეოთხე ადგილი წილად ხვდა წითელი ფერის ავტომობილს, მეხუთე კი – ლურჯს.
ყველაზე უსაფრთხო ფერი აღმოჩნდა ნარინჯისფერი. ამიერიდან მოძრაობის წესებთან ერთად მძღოლებს ავტომანქანის ფერის გათვალისწინებაც მოუწევთ.