დაკავება თურქეთის ქალაქ რიზეში მოხდა, სადაც სამართალდამცველები სასტუმროებში, ღამის კლუბებში და სხვა გასართობ ადგილებში რეიდს ატარებდნენ.
ინფორმაციიას ამის შესახებ თურქული ინტერნეტგამოცემა www.ensonhaber.com ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სულ დაკავებულია საქართველოს ექვსი მოქალაქე, რომლებიც საჯარო სამსახურების თანამშრომლები არიან.
ჯერჯერობით გამოცემა არ აკონკრეტებს დაკავებულთა ვინაობას და არც იმას თუ რომელ საჯარო სამსახურში არიან ისინი დასაქმებულები.
ექვსივე დაკავებული სპეციალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ რიზეს პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. დღეს კი მათი საქმე სასამართლოში გადაიგზავნა, რათა უახლოეს დღეებში ქვეყნიდან იქნან გაძევებულნი.
































































