ნანუკა კაკლიანი რამდენიმე დღეა რიჩის ეძებს. "გურია ნიუსის" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოგზავნილი წერილის თანახმად, ლაბრადორის ჯიშის, ყავისფერი "რიჩი" ნანუკას გურიაში ჰყავდა ჩამოყვანილი:
_ თბილისში ვცხოვრობ. გურიაში სოფელი მაქვს და ხშირად ვსტუმრობ. რიჩი ჩვენი ოჯახის წევრია და ბუნებრივია ისიც თან დაგვყავს. 30 ოქტომბერს, სოფელ ახალსოფელში დაგვეკარგა. მთელი თვეა ვეძებთ. თქვენ ჩვენი ბოლო იმედი ხართ. იქნებ, ერთად შევძლოთ რიჩის პოვნა, _ მოგვწერა ნანუკამ.
რიჩის პოვნის შემთხვევაში გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ "გურია ნიუსის" ოფისებში ან მოგვწერეთ ფესიბუქის ოფიციალურ გვერდზე































































