ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, მთავარანგელოზთა – მამათა მონასტერი რესტავრაციის შემდეგ პირველად იკურთხა. მთავარანგელოზობის დღესასწაულზე წირვა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა აღავლინა და ტაძარი აკურთხა.
ტაძრის კურთხევაზე გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე, მისი მოადგილე სოსო ერქომაიშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე, საპატრიარქოსთან არსებული ააიპ ფონდის "გაამწვანე საქართველო" აღმასრულებელი მდივანი გოჩა არონიშიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სოფელ კონჭკათის მცხოვრებლები დაესწრნენ.
სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეუფე იოსებთან ერთად, ტაძრის ეზოში სხვადასხვა წიწვოვანი ჯიშის ნერგი დარგეს.































































