დიდმა ბრიტანეთმა სამხედრო საჰაერო დარტყმები საფრანგეთსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ უნდა განახორციელოს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS დიდი ბრიტანეთის პერმიერ-მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს სურვილი აქვს, რომ 2013 წელი არ განმეორდეს. ცნობისთვის, 2013 წელს, კამერონმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ-ალ-ასადის ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად პარლამენტარების მხარდაჭერა დაკარგა.
"მხარს ვუჭერ და მწამს, რომ დიდი ბრიტანეთი პრეზიდენტ ოლანდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ებრძოლოს სირიაში ისლამურ სახელმწიფოს მებრძოლებს, უნდა შეუერთდეს,"_ აცხადებს კამერონი.
მან ასევე განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა სადაზვერვო სამსახურების მიერ მიწოდებული ინფორმაცია საფრანგეთსა და ევროპის სხვა პარტნიორ ქვეყნებს უნდა გაუზიაროს.
გარდა ამისა, კამერონმა აღნიშნა, რომ პარლამენტში „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად ყოვლისმომცველ სტრატეგიას წარადგენს.
ჩაერთვება თუ არა დიდი ბრიტანეთი „ისლამურ სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში პარლამენტმა უნდა განიხილოს.



























































