ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ სოსო ბოლქვაძე დაინიშნა _ ეს ინფორმაცია რესპუბლიკური პარტიის ლანჩხუთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ რომან ბიწაძემ მოგვაწოდა.
სოსო ბოლქვაძე ადრე საქველმოქმედო ორგანიზაცია “ატუში” მუშაობდა, წლების წლების წინ, კი ლანჩხუთის მერი იყო.
ჯერჯერობით, უცნობია, ვინ დაინიშნება ოზურგეთსა და ჩოხატაურში “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ.