თურქმა სამართალდამცველებმა თურქეთიდან საბერძენეთის კუნძულებზე ადამიანების უკანონოდ გადაყვანის ბრალდებით საქართველოს ოთხი და სირიის ორი მოქალაქე დააკავეს.
დაკავებულებს არალეგალი მიგრანტები საზღაურის სანაცვლოდ თურქეთის ქალაქ იზმირიდან და მუღლადან საბერძენეთის კუნძულებზე გადაჰყავდათ. იმისათვის, რომ მესაზღვრეთა ყურადღება არ მიეპყროთ, მცურავ საშუალებებზე ქალბატონებიც აჰყავდათ.
ინფორმაციას ამის შესახებ ამ დროისათვის თურქული მედია ავრცელებს. დაკავებულთა ვინაობა ჯერჯერობით არ ვრცელდება თუმცა, ცნობილია, რომ მათი ასაკი 31 -დან 36 წლმადეა.
დაკავებული ქართველები ამ დროისათვის ადგილობრივი პოლიციის სამმართველოში იმყოფებიან და ხვალ მათ ქალაქ მარმარისის სასამართლო წინასწარ პატიმრობას შეუფარდებს.
გამოყენებულია www.imctv.com.tr– ის ინფორმაცია




























































