ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინდიანის პოლიციამ საშუალო სკოლის ყოფილი მოსწავლე დააკავა, რომელიც შურისძიების მიზნით სკოლის აფეთქებას გეგმავდა. 18 წლის ჯონათან დული აფეთქებას თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის საშუალებით აპირებდა.
სამართალდამცავ ორგანოებს დულის განზრახვის შესახებ სკოლის ფსიქოლოგმა შეატყობინა. დაკითხვისას დული გამოტყდა, რომ მისი უკმაყოფილება სასწავლო დაწესებულებიდან სექსუალური ძალადობისთვის გარიცხვამ გამოიწვია. ის ბომბის განთავსებას შენობის შესასვლელთან გეგმავდა, სადაც მოსწავლეები გაკვეთილებს შორის შესვენებისას იკრიბებიან. დულიმ ასევე განაცხადა, რომ აპირებდა შაშხანის შეძენას და ამისთვის ღირებულების გარკვეული თანხაც უკვე გადახდილი ჰქონდა.
ამ დროისთვის ჯონათან დული გირაოთი განთავისუფლების უფლების გარეშეა დაკავებული. მას ბრალი ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონოდ შენახვის და დაშინების ბრალდებით აქვს წაყენებული.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved
































































