გამოძიებამ რუსული Airbus A321-ის აფეთქებისას, ბომბის ადგილმდებარეობის დადგენა შეძლო. გამოცემა „Daily Mail“-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა სავარძელ 31A-ს ქვემოთ იყო დამონტაჟებული.
გამოძიების ინფორმაციით, ზემოთხსენებულ ადგილზე ლენინგრადის ოლქის 15 წლის მაცხოვრებელი მარია ივლევა ისხდა.
აფეთქების ეპიცენტრში ასევე მოხვდა 77 წლის ნადეჟდა ბაშაკოვა, რომელიც თვითმფრინავში გოგონას გვერდით იყო მოთავსებული.
აფეთქების ზუსტი წერტილის დადგენა გამომძიებლებმა ქიმიური და სხვა სახის ექსპერტიზის საშუალებით შეძლეს.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, სინას ნახევარკუნძულზე თვითმფრინავ A321-ის აფეთქებას 224 ადამიანის – 217 მგზავრის და ეკიპაჟის 7 წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Developed By Web Features 2025 © All rights reserved




























































