86 წლის ქობულეთელი ენვერ ცეცხლაძე რომელიც "გურია ნიუსმა სოფელ ალამაბარში ქობულეთის მუზეუმის სადაზვერვო ექსპედიციის დროს შემთხვევით გაიცნო და ვიდეო გადაუღო, გუშინ გადაცემა "ნიჭიერი" -ს ნახევარფინალისტი გახდა.
მართალია, ცეცხლაძე როგორც ტანმოვარჯიშე ისე გაიცნო საზოგადოებამ, მაგრამ იგი ძველი ქობულეთური ნადური სიმღერების უბადლო შემსრულებელი და შეიძლება ითქვას, უკანასკნელი მოჰიკანია, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ საქართველოში შექმნილ პირველ მუსიკალურ ჯგუფებში იღებდა მონაწილეობას.
ექსპედიციის წევრების ყურადღება მისმა ფიზიკურმა აქტივობამაც მიიქცია, რა დროსაც სამოყვარულო ვიდეო გადავიღეთ და ვებგვერდზე განვათავსეთ.