საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს ინფორმაციას, საფრანგეთში ახლახან ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ.
"ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია რომ, პიროვნება რომელმაც საფრანგეთის ქალაქ რუბეში მძევლები აიყვანა, ფრანგ მესაზღვრეებს გაექცათ. როდესაც მესაზღვრეებმა, მისი მანქანა საეჭოდ მიიჩნიეს და გაჩერება უბრძანეს, მძღოლმა გაჩერების ნაცვლად მიმალვა სცადა. ქალაქ რუბეში, პირველივე საცხოვებელ სახლში შევარდა და მაცხოვრებლები მძევლებად აიყვანა,"- წერს ჟურნალისტი :ფეისბუქის"საკუთარ გვერდზე.