ბოლო ორ დღეში, რუსეთმა თურქეთის 40-მდე მოქალაქე ქვეყანაში სხვადასხვა მიზეზით არ შეუშვა და უკან, სამშობლოში დააბრუნა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია CNN Turk -ზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა გამოცემების ინფორმაციით, Turkish Airlines -ის მგზავრები, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან, მოსკოვის აეროპორტში რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების მიერ იქნენ დაკითხულნი, შემდეგ კი ქვეყნიდან გამოძევებულნი.
ქვეყანაში შესვლაზე უარი მგზავრების მხოლოდ ნაწილმა მიიღო, ნაწილი კი შეუშვეს. თუმცა, უცნობია უარისა და თანხმობის მიზეზები.