მთავარი პროკურორობის კანდიდატი ირაკლი შოთაძე პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებთან შეხვედრას განაგრძობს. საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ მის კანდიდატურას მთავარ პროკურორად მხარს არ დაუჭერს.
"უმრავლესობა გეუბნებათ, რომ თქვენ მათ პოლიტიკურ გემოვნებაში ჯდებით, ეს არ მიკვრის, რადგან თქვენი ამ თანამდებობაზე ყოფნა გარანტიაა ბესელიასთვის, რომ არ გამოიძიებთ იმას, როგორ მოხვდნენ ყაჩაღები – რუსეთის ჯაშუშები პოლიტპატიმართა სიაში და რა თანხები აქვს აღებული ამაში ქალბატონ ბესელიას" – ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ირაკლი შოთაძეს.
"სამწუხაროა, რომ თქვენ, ივანიშვილი ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ იარაღად გიყენებთ. თქვენი მმართველობისას ვერასოდეს გავიგებთ, რატომ სარგებლობდა იზორიას ძმა "ნარუშილოვკებით", რამდენი ტელეფონია ჩართული, როგორ მიიღო უჩა მამაცაშვილმა ერთ ლარად ქონება, როგორ ააფეთქა ივანიშვილმა საყდრისი, ვინ ატვირთა ვიდეოები უკრაინულ საიტებზე და ვინ არის ჰაკიმ ფაშა. ბესელიამ ბრძანა, რომ ბადაშვილის დროს პროკურატურა ძალიან გაიხსნაო, მართალია. უწყება იმდენად გაიხსნა, რომ ხანდახან ქალბატონმა ეკამ უფრო ადრე იცოდა რა მოხდებოდა, ვიდრე ბადაშვილმა და შოთაძემ", – განაცხადა ნადირაშვილმა.