საქართველოს პარლამენტის წევრი, წალკის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ შავლოხაშვილი ჯენერიკების სანდოობის საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით მოკვლევასა და შესწავლას საჭიროებს: „საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია, რა არის ჯენერიკი და ენდობა, დანარჩენი ნაწილი კი ინფორმაციულობის დაბალი დონის გამო, მათ მოხმარებას გაურბიან. თუმცა აღნიშნული საკითხი დამატებით მოკვლევას მაინც საჭიროებს. მართალია, ჯენერიკ მედიკამენტი იაფი და ხელმისაწვდომია, ამასთან, მათი სეგმენტი მრავალფეროვანია, ეს მისასალმებელია, თუმცა უმთავრესი მაინც მედიკამენტის ხარისხია. ბრენდული მედიკამენტის ანალოგიური შემადგენლობა და განსხვავებული ფასი, ეს საეჭვოდ მეჩვენება. ამიტომ, აღნიშნული საკითხი შესასწავლია. მაგრამ, ცალსახად გადავწყვიტოთ, რომ ჯენერიკი უხარისხოა და მავენებლია, ეს არასწორია და არაპროფესიონალური დასკვნებია“.
რაც შეეხება მედიკამენტების წარმოებას, მაჟორიტარი დეპუტატი აღნშნავს რომ მწარმებელი ქვეყანა პროდუქტის ხარისხს არ განსაზღვრავს: „ინდოეთში, ასევე საქართველოში და აზიის სხვა განვითარებად ქვეყნებში ძალიან ბევრი სერიოზული ფირმები ფუნქციონირებენ, რომელთაც საკუთარი წარმოება აქვთ და პროფესიუნალურ დონეზე ეწვიან საქმიანობას. ესეც დასალაგებელი და შესასწავლია, შესაძლოა, დღეს ძალიან ბევრი პრეპარატი ქარხნული და ლიცენზირებულია, მაგრამ ასევე არ გამოვიცხავ ფალსიფიკაციის შემთხვევვებსაც. ამიტომ აუცილებელია მედიკამენტებზე კონტროლის გამკაცრება ჩვენს ქვეყენაში, რათა ბაზარზე არდავუშვათ უხარისხო და მავნე მედიკამენტი“.