საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ოჯახის საკუთრებაშია 3 ბინა თბილისის ცენტრალურ უბანში, 5 მიწის ნაკვეთი, ორი არასაცხოვრებელი ფართი და ავტოფარეხი.
ამის შესახებ თოთლაძის ქონებრივ დელარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 24 ნოემბერს შეავსო.
ქონება
კერძოდ, ხათუნა თოთლაძე თბილისში ორ ბინას ფლობს – ი.ჭავჭავაძის გამზირზე, 120.00 კვ.მ-ის ფართობისა და ნაფარეულის ქუჩაზე მდებარე 110.00 კვ.მ-ის ფართობის ბინებს.
მისი მეუღლე დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე კი, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე 151.00 კვ.მ-ის ფართობის ბინის მფლობელია.
გარდა ამისა, ოჯახის საკუთრებაშია 5 მიწის ნაკვეთი:
თბილისში, ვ.ივერიელის ქუჩაზე მდებარე 1267.00 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთი ხათუნა თოთლაძის საკუთრებაა; ოზურგეთში, სოფელი ბახვში მდებარე 7500.00 კვ.მ-ის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ავთანდილ ცქვიტინიძეს ეკუთვნის; მის საკუთრებაშია ასევე, დაბა ურეკში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობიც ფართობი – 463.00 კვ.მ-ია; ასევე, თბილისში, წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე მდებარე 700.00 კვ.მ-ის ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 700.00 კვ. მი-ის ფართობის მიწის ნაკვეთი წავკისში.
ხათუნა თოთლაძე ასევე ფლობს, თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე 120.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართს. ავთანდილ ცქვიტინიძის საკუთრებაში კი, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე 640.00 კვ.მ-ის ფართობის არასაცხოვრებელი ფართია.
ასევე, ავთანდილი ცქვიტინიძის საკუთრებაშია ნაფარეულის ქუჩაზე მდებარ 30.00 კვ.მ-ის ფართობის ავტოფარეხი.
გარდა ამისა, დეკლარაციის მიხედვით, ხათუნა თოთლაძე ფლობს 2013 წელს გამოშვებულ მსუბუქ ავტომანქანა Mersedes-ს.
შემოსავლები
რაც შეეხება ოჯახის შემოსავლებს, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, ხათუნა თოთლაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, სადაც მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორის და მინისტრის მოადგილის თანამდებობა უკავია, 54140.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კი, (ლექტორი) – 1200.00 ლარი მიუღია;
რაც შეეხება ავთანდილ ცქვიტინიძის შემოსავლებს, შ.პ.ს. „ავთანდილ ცქვიტინიძე“-ს დირექტორის თანამდებობიდან მას 7000.00 ლარის შემოსავალი აქვს მიღებული, ხოლო შ.პ.ს. „ჯ&თ“-ის დიზაინერის თანამდებობიდან 6881.25 ლარი.
ფინანსები
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას დეკლარაციის შევსების მომენტში, ასე გამოიყურება:
ხათუნა თოთლაძეს საბანკო ანგარიშებზე 52682 ლარი, 873 843.47 დოლარი და 401.54 ევრო ჰქონდა;
მისი მეუღლის ავთანდილ ცქვიტინიძის საბანკო ანგარიშებზე კი – 23 ლარი და 5000 ევრო იყო. გარდა ამისა, ცქვიტინიძის ანაბარზე დეკლარაციის შევსებისას, 31200.81 ლარი ირიცხებოდა, ხოლო ნაღდი ფულის სახით – 8500.00 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება ხათუნა თოთლაძის ანაბრებს, საერთო ჯამში ორ ანაბარზე თი ბი სი ბანკში მას 2 მილიონი დოლარი აქვს. შვილს, ანასტასია ცქვიტინიძეს კი, ამაბე ბანკის ანაბარზე 1 მილიონი დოლარი ერიცხება.
დეკლარაციის შევსებისას, ხათუნა თოთლაძეს ნაღდი ფულის სახით 10000.00 ევრო, გარდა ამისა, თორთლაძეს თი-ბი-სი ბანკის 100 ცალი ობლიგაცია აქვს, რომელთა ღირებულებაც 10000.00 დოლარია.
სესხები
დეკლარაციის მიხედვით, ავთანდილ ცქვიტინიძის სახელზე ორი საბანკო სესხია.
50000.00-დოლარიანი იპოთეკური სესხი 2006 წელს აქვს არებული და ვადა 2016 წელს ეწურება, პროცენტის გადასახდელად კი ერთი წლის განმავლობაში 5486.61 დოლარი აქვს გაცემული;
რაც შეეხება 430000.00-დოლარიან იპოთეკურ სესხს, ცქვიტინიძეს 2012 წელს აუღია და ვადა 2023 წელს ეწურება. პროცენტის დასაფარად კი 220360.38 დოლარის გასავალი ჰქონდა.
საჩუქრები
დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ხათუნა თოთლაძემ ბებიისგან საჩუქრად 1000000.00 დოლარი მიიღო; მშობლებმა კი, 3 500000.00 დოლარი აჩუქეს.
ამ თანხიდან ხათუნა თოთლაძემ შვილს 1000000.00 ლარი მისცა.
დეკლარაციის გასავლის გრაფაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს ავთანდილი ცქვიტინიძემ სწავლისთვის 4500.00 ევრო გადაიხადა; ხათუნა თოთლაძეს მოგზაურობა 10000.00 ევრო დაუჯდა;
რაც შეეხება დამატებით შემოსავლებს – ხათუნა თოთლაძემ ავტომობილის გასხვისებით 30000.00 ლარი მიიღო, ხოლო საპროცენტო სარგებლიდან 82518.64 დოლარის შემოსავალი.