სტიქიამ დღეს კურორტ ბახმაროს შეუტია _ როგორც ჩვენთან საუბრისას ააიპ ბახმაროს დირექტორმა დავით საჯაიამ აღნიშნა, ქარიშხალმა კურორტზე ხეები მოგლიჯა და სახლები დააზიანა:
_ 50 ზე მეტი სახლია დანგრეული. სახურავებია ახდილი. დაზიანდა სასტუმროს შენობის ნაწილი. ზარალი საკმაოდ დიდია, _ გვითხრა საჯაიამ.
საჯაიას ინფორმაციით, განსაკუთრებით დაზარალდა ვაკიჯვრის, ინგოროყვას და სატყეოს ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა.
აღსანიშნავია, რომ ბახმაროში ახლა საკმაოდ დიდი თოვლია და ავტომანქანების მოძრაობა შეწყვეტილია.
როგორც საჯაიამ გვითხრა, ორშაბათს გზა გაიწმინდება და ის ადამიანების, რომლებსაც სახლები დაენგრათ, ადგილზე მისვლას შეძლებენ.