"ყველაფერი დაკარგული არ არის. გასაგებია, რომ ცხრილი არის არასახარბიელო, მაგრამ იმედს ვიტოვებთ ყველაფერს დროულად გამოვასწორებთ. ყოველ შემთხვევაში, გამოვარდნის შანსები არ არის" – გვითხრა საფეხბურთო კლუბის "მერცხალის" დირექტორმა, მამუკა გოგუაძემ, ოზურგეთის "მერცხალისა" და მარნეულის "ალგეთის" თამაშის დასრულების შემდეგ.
დღევანდელი მატჩი, რომელიც ქალაქ ოზურგეთის "მეგობრობის" სტადიონზე გაიმართა, ფრედ 1:1-ით დასრულდა. სეზონის ბოლოს თამაშს "მერცხალი" 2 დეკემბერს ჭიათურაში გამართავს.
ამ ეტაპზე "მერცხალი" გათამაშების ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. როგორ დააღწევს კლუბი ბოლო ადგილს თავს, ამას დროს გვიჩვენებს.