ცნობილი შოტლანდიელი მსახიობი შონ კონერი 85 წლის ბრძანდება. საპატიო ასაკის მიუხედავად "პენსიაზე" გასვლას არ ჩქაროდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა.
ცოტა ხნის წინ ჯეიმს ბონდის როლის უბადლო შემსრულებელი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ქალაქ ვაშინგტონში ყოფნისას მან ქალთა ხელოვნების ნაციონალური მუზეუმი მოინახულა.
მის საპატივცემულოდ მოწყობილ შეხვედრაზე მსახიობმა მუზეუმს 200 ათასი დოლარი საჩუქრად გადასცა.
"მოხარული ვარ რომ თქვენი განვითარების პროგრამაში ჩემი წვლილი შევიტანე. უკვე 25 მილიონი დოლარი მოგიგროვებიათ. ეს დიდი თანხაა. იმედი მაქვს, მე და ჩემი მეუღლე მალე გავიხარებთ თქვენი ახალი წარმატებებით.“ – განაცხადა შონ კონერიმ.
ვაშინგტონის მუზეუმი უნიკალურია, ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც მთლიანად ეძღვნება ქალის როლს ხელოვნებაში.