გაეროს გენერალური მდივანი პან გი მუნი რუსეთსა და თურქეთს შორს შექმნილი კონფლიქტური სიტუაციის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ქვეყნებს „დაძაბულობის შესუსტებისკენ“ მოუწოდა. ამის შესახებ პან გი მუნმა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესთან“ პარიზში გამართული ინტერვიუს დროს ისაუბრა.
პან გი მუნმა სააგენტოსთან გაკეთებულ განცხადებაში, ორი ქვეყნის ლიდერებს, რეჯებ ტაიპ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს კონფლიქტის დეესკალაცისკენ მოუწოდა.
„ კოალიციურ პარტნიორებს შორის დაპირისპირება და დაძაბულობა შეინიშნება, რაც ტერორიზმთან ბრძოლაში გლობალური მობილიზაციის სასარგებლოდ არ იმოქმედებს“ – მოჰყავს გაეროს ხელმძღვანელის სიტყვები „ასოშიეიტედ პრესს“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved