ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ხვალ, 1 დეკემბერს, წყალმომარაგება შეუწყდება.
ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აბონენტებს წყლის მიწოდება დღის განმავლობაში შეწყვეტილი ექნებათ.
მათივე ინფორმაციით, წყალმომარაგება დღის ბოლოსთვის აღდგება.
(R)