ა.ა.ი.პ. ''ოზურგეთის სერვის-ცენტრი'' -ის გამწვანების განყოფილებამ დეკორატიული პონტოური მუხის 180 ნერგი ქუჩის ორივე მხარეს, რეაბილიტირებულ მონაკვეთზე დარგო.
უწყების ინფორმაციით, სპეციალისტების მიერ ხის აღნიშნული ჯიში სხვადასხვა პროფესიული კონსულტაციისა და მსჯელობის შედეგად იქნა შერჩეული. პონტოური მუხა მარადმწვანე ჯიშისაა. 2 წელიწადში 3-4 მეტრის სიმაღლეზე იზრდება და დეკრატიული გასხვლის პირობებში საკმაოდ ეფექტურ ვიზუალს იღებს. პონტოური მუხა ქალაქების გამწვანების სისტემაში აპრობირებული ჯიშია.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღმაშენებლის ქუჩაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გამწვანების სისტემა დასრულებულ სახეს შესძენს. ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის გამწვანების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს. ქალაქში განაშენიანების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და დაზიანებული და მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი ხეები ახალი, მარადმწვანე ჯიშის ნერგებით ჩანაცვლდება.
(R)