გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-3 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
1-2 დეკემბერს ჰაერის ტემპერატურა მოსალოდნელია 7-12 გრადუსის ფარგლებში. 3-4 დეკემბერს მკვეთრად დაეცემა ჰაერის ტემპერატურა (4-5 გრადუსით).
5 დეკემბრიდან გამოიდარებს. 5-6 დეკემბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.