სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლევან იზორიამ ბრიფინგი გამართა და სამსახურის მიერ წარმოებული ანტიტერორისტული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში დაქირავებულ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 410 მუხლის მესამე ნაწილით. მიმდინარე გამოძიების პროცესში მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, გამოიკვეთა რამოდენიმე პირი რომლებიც ემხრობიან ისლამური სახელმწიფოს იდეოლოგიას. გამოძიების ფარგლებში 2015 წლის 18 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 11 საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შესახებ განჩინება გაიცა.
2015 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ წარმოებული საგამოძიები ღონისძიებების საფუძველზე ყველა მითითებულ მისამართზე ჩხრეკა ჩატარდა. ჩხრეკის შედეგად 4 პირის საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს იარაღი ხელყუმბარები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ყუმბარები, , ნოუთბუქები, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები , ისლამური სახელმწიფოს დროშები, სიმ ბარათები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონტრტერორისტული სამსახურის თანამშრომლებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსისი 236 მუხლის მეორე ნაწილით.
საქმეზე გრძელდება შემდგომი გამოზიება ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირზე მყოფი სხვა პირების მხილებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მიზნით.