ამ წუთებში "გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში იმყოფება. 29 ნოემბერს გამთენიისას, უსაფრთხოების სამსახურის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა გია ბაღუტარაძის, მირიან ბერიძის და ჯამბულ აბდულაევის სახლებში ჩხრეკა ჩაატარეს.
მირიან ბერიძის ოჯახის წევრი ნებიე ბერიძე ამბობს, რომ მისი შვილიშვილი უდანაშაულოა, სპეცოპერაციის დროს მოხდა ხელყუმბარის და ისლამური სახელმწიფოს დროშის ჩადება.
"იქნებ ვინემ ამიხსანას, როგორ შეიძლება ხელყუმბარსათან ერთად დაიძინოს ადამიანმა. ჩემი შვილიშვილი ბათუმიდან წინა დღით ჩამოვიდა, ციტრუსის მოკრეფაში რომ დაგვხმარებოდა."- ამბობს ნებიე ბერიძე.
მირიან ბერიძის დედის ნათელა ანთაძის თქმით, 29 ნოემბერს დიდი სპეცოპერაცია ჩატარდა. "ჩემს სახლში დაახლოებით 60 სპეცრაზმელზე მეტი იქნებოდა, წაღებულია ჩემი შვილის კომპიუტერი, დისკი, საღვთი წიგნები, ასევე ჩემი დედამთილის არაბულ ენაზე დაწერილი წიგნები და ჩემი შვილის დღიურები, სადაც ლოცვები ეწერა. არ მეგონა, თუ მორწმუნეობის გამო ამხელა პრობლემები შეექმნებოდა ჩემს შვილს. ის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენია და კარგი ახალგაზრდაა. არ მინდა რომ, მას მომავალი დაენგრეს.“-აცხადებს ნათელა ანთაძე.
მირიან ბერიძის ვიდეოკომენტარს მათ სახლში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ, "გურია ნიუსის" ვებგვერდზე რამოდენიმე წუთში იხილვათ.