ბიზნესინტერესების გარდა, 49 წლის მილიარდერ სულეიმან ქერიმოვს რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დონჟუანადაც იცნობენ.
2006 წელს ნიცაში მომხდარი გახმაურებული ავარიის შემდეგ, ცნობილი გახდა მისი და თინა კანდელაკის რომანის შესახებ. მართალია, კანდელაკი თავდაპირველად უარყოფდა ყოველგვარ კავშირს ქერიმოვთან, მაგრამ, ბოლოს აღიარა, რომ "ფერარი-ენცოს" მგზავრი იყო, რომელსაც რუსი ოლიგარქი მართავდა. ავარიის შედეგად ქერიმოვმა სხეულის 70 პროცენტის დამწვრობა მიიღო, ხოლო ავტომობილი, რომლის საბაზრო ფასი 650 ათასი ევრო იყო, სრულიად უვარგისი გახდა.
გარდა ამისა, ქერიმოვს თითქმის ოთხწლიანი რომანი ჰქონდა არჩილ გომიაშვილის შვილთან, მოსკოველ დიზაინერთან, კატია გომიაშვილთან. ქერიმოვის დახმარებით კატიამ საკუთარი ბუტიკები გახსნა ლონდონსა და მოსკოვში. მისი დიზაინით შეკერილ ტანსაცმელს კი დეფილეზე, ქეით მოსის "თამადობით" მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ტოპ-მოდელები იცვამდნენ. მას შემდეგ კი, რაც ქერიმოვი სხვა ქალბატონით დაინტერესდა, კატია გომიაშვილს ბუტიკების დახურვა მოუწია, ვინაიდან, ოლიგარქის ფინანსური დახმარების გარეშე მისი ბიზნესი სულს ღაფავდა.
სხვადასხვა დროს ქერიმოვის საყვარლები იყვნენ: რუსი პოპ-მომღერლები – ნატალია ვეტლიცკაია და ჟანა ფრისკე, ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვა, მსახიობი ოლესია სუძილოვსკაია და ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი.
სხვათა შორის, ნატალია ვეტლიცკაისთან ქერიმოვს ყველაზე ხანგრძლივი ურთერთობა აკავშირებდა. ამბობდნენ, რომ დაშორების შემდეგ, სულეიმანმა მომღერალს თვითმფრინავი და პარიზში ბინა აჩუქა.
ოფიციალური წყაროების ცნობით სულეიმან ქერიმოვს ჰყავს მეუღლე – ფირუზა ჰანბალაევა და სამი შვილი: აბუსაიდი, ამინატი და გულნარა.