CNN-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ის გადადგება თუ რუსეთი დაამტკიცებს, რომ თურქეთმა რუსული თვითმფრინავი იმ მიზნით ჩამოაგდო, რომ ისლამურ სახელმწიფოსთან ნავთობის ბიზნესი დაეცვა.
"თუკი ეს ბრალდება დამტკიცდება ერის სიამაყე მოითხოვს, რომ გადავდგე,"_ განაცხადა ერდოღანმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუკი აღნიშნული ბრალდება არ დადასტურდება, მაშინ პუტინს მოუწევს გადადგომა.
"ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ბუნებრივ აირს და ნავთობს ლეგალურად ვყიდულობთ, გარდა ამისა, ჩვენ არ გვრცხვენია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციასთან გვაქვს გარიგება,"_ განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
როგორც ცნობილია, რუსულმა მხარემ ნატო-ს მოუწოდა თურქეთში ერთ-ერთ რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო პასუხისმგებლობა თურქეთთან ერთად გაიზიაროს, რადგან ის ანკარას ქმედებებს პოლიტიკურად მხარს უჭერს.