ამერიკის შეერთებული შტატები 13 ნოემბერს პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ უსაფრთხოების მიზნით, ქვეყანაში უვიზოდ შესვლის სისტემას ამკაცრებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ყოველწლიურად, visa waiver-ის პროგრამის საშუალებით ამერიკაში 38 ქვეყნიდან 20 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის.
როგორც ცნობილია, აღნიშნული პროგრამა ადამიანებს საშუალებას აძლევს ქვეყანაში უვიზოდ 90 დღის განმავლობაში დარჩნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები, რომელიც კონგრესს დასამტკიცებლად წარედგინება, ელექტრონული პასპორტების გაცემას საჭიროებს.
"ცვლილებები გააძლიერებს ჩვენს უნარს, ხელი შევუშალოთ ტერორისტებს იმგზავრონ დაკარგული ან მოპარული პასპორტებით," _ განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.